მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თბილისში ტესტ-მატჩებს ჩაატარებს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 4 მაისს საფრანგეთის, 7 ინივსს ინგლისს, ხოლო 12 ივნისს ისევ ინგლისს გაეჯიბრება. ყველა მატჩი ავჭალის სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისამდე სამხრეთ აფრიკაში ჩატარდება, საქართველოს ნაკრები კი, ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებს შეხვდება.