ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გუნდების განაცხადები დიდი ალბათობით 26-კაციანი იქნება.
ბრიტანული მედია წერს, რომ უეფამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, უახლოეს ხანში კი, ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.
განაცხადები წესით, 23-კაციანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ უეფას კონგრესზე მწვრთნელებს მოუსმინეს, სადაც უმეტესობამ 26-კაციანი განაცხადები გამოითხოვა და როგორც ჩანს, მათი იდეები გაიზიარეს.
ამრიგად, ვილი სანიოლს ევრო 2024-ზე 26 ფეხბურთელის წაყვანის უფლება ექნება. განაცხადის დასახელების ბოლო ვადა 7 ივნისია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ვილი სანიოლის გუნდი F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს (დორტმუნდში), 22 ივნისს ჩეხეთს (ჰამბურგში) და 26 ივნისს პორტუგალიას (გელზენკირხენში) დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვითამაშებთ სწორი სტრატეგიით თუ მიუდგება მწვრთნელი ყველა თამაშს. ჩვენი კოზირი არის დაცვა. გოლის არგაშვების ტაქტიკით კიდევ ვითამაშებთ