კალათბურთი

13:24 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა B ლიგაში მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ | კალენდარი და წყვილები

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში 8 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა. 2-მატჩიანი მერვედფინალური სერიების გამარჯვებულებმა შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლეს და 26 აპრილიდან მეოთხედფინალური სერიები დაიწყება. შეგახსენებთ, რომ B ლიგის გამარჯვებული ავტომატურად გადადის A ლიგაში, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობენ 2 გამარჯვებამდე შესაბამისად A ლიგის მე-13 და მე-12 ადგილებზე გასულ გუნდებთან. გამარჯვებულები მომავალი სეზონის 18-წლამდელთა A ლიგაში იასპარეზებენ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ თუკი გუნდს, რომელიც დაკავებული ადგილის მიხედვით დაიმსახურებს ლიგის საგზურს, უმაღლეს ლიგაში უკვე ჰყავს საკუთარი სკოლის წარმომადგენელი, ზედა ლიგაში ვერ აინაცვლებს. საგზური დაკავებული ადგილების რიგითობით გადაეცემა გუნდს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პრინციპს (ანუ არ ჰყავს A ლიგაში გუნდი).

მერვედფინალური სერიებიდან ყველაზე საინტერესო და დაძაბული ერთი გამოდგა. მხოლოდ მართვე 2-ისა და თბილისი ბასკეტი 2-ის წყვილში გაიყვეს მოგებები გუნდებმა და საუკეთესო ბურთების შეფარდებამ გამოავლინა. სერიის პირველი მატჩი 13 ქულით ჰქონდა მართველებს მოგებული, თუმცა საპასუხო მატჩში თბილისი ბასკეტმა მოსაგებად შეუტია და საბოლოო წარმატებამდე მცირედი დააკლდა. ბასკეტელებმა 62:50 იმარჯვეს, რომლებსაც 2 ქულა დააკლდათ სერიის მოგებამდე.

ასევე დაძაბული იყო ზფა 2-ისა და დინამო 2-ის დაპირისპირება. ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა ორივე შეხვედრა ბრძოლაში მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. დანარჩენ წყვილებში ბრძოლა არ შედგა. მეოთხედფინალში გასულმა გუნდებმა მეტოქეები სერიის ორივე მატჩში დამაჯერებლად დაამარცხეს.

GBF.GE

0.117268