კალათბურთი

1:12 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 15 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „რეჯანას“ უმასპინძლა და ადვილად, 83:73 დაამარცხა.

ბოლონიელები პირველი ტაიმის შემდეგ გაცილებით დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მეორე ნახევარში მოდუნება რომ არა, გაცილებით სოლიდური ანგარიშით მოიგებდნენ.

თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ის ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.

„ვირტუს ბოლონია“ 20 მოგებით და 8 წაგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 აპრილს, სტუმრად „ტორტონას“ შეხვდება.

0.118418