ფეხბურთი

0:22 | 23.04.2024 | ნანახია 4196 - ჯერ

მსაჯის და VAR-ის დიალოგი იამალის მომენტზე: "არ გვაქვს მტკიცებულება, რომ გოლია, კუთხური დანიშნე"

მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ მატჩში ყველაზე დიდი გამოხმაურება ლამინ იამალის მომენტმა გამოიწვია.

გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი? ლა ლიგაში Goal Line ტექნოლოგია არ არის, მსაჯებმა VAR-ის დახმარებით კი, გადაწყვიტეს, რომ ბურთი კარში ბოლომდე არ იყო შესული, შესაბამისად, მხოლოდ კუთხური დანიშნეს.

დღეს გასაჯაროვდა მთავარი მსაჯის და VAR-ის ოთახის მსაჯის დიალოგი იამალის ეპიზოდის მომენტში:

გვერდითი მსაჯი: „ჩემი აზრით, ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავს“.

VAR: „ვამოწმებთ, ერთი წუთი მოითმინეთ“.

მთავარი მსაჯი: „არ გვაქვს კარის ხაზის ტექნოლოგია, დაველოდოთ VAR-ის განხილვას“.

VAR-ის მსაჯი: „შეიძლება გოლია, მაგრამ ლუნინის სხეული ფარავს კადრს, რომელიც არ მუშაობს. ჩემთან არაფერი ჩანს, არც მეორე კადრით ჩანს და არც მესამე კადრით, სხვა რაკურსი არ გვაქვს“.

ისევ მთავარი მსაჯი: „არ ვიჩქაროთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ახლა ყველაზე კარგი ლოდინია“.

VAR-ის მსაჯი: „არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბურთი კარშია, შესაბამისად, თამაში კუთხურით უნდა განვაახლოთ“.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ 3:2 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:01 | 23.04.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

ისე მართლა რა საინტერესო იქნებოდა ძველი მესი რეალში. იქვე დი მარიაც.
ოღონდ რონალდუს გარეშე.
წარმოიდგინეთ მესი-დი მარია-ბენზემა წინ და მოდრიჩი-კაზემირო-კროოსი ცენტრში.
ზედიზედ ათ ჩემპიონობას ეგენიც დადებდნენ იუვენტუს-ბაიერბივით))

14:16 | 23.04.2024
Kobe Bean (21683)

+++))))))

09:09 | 23.04.2024
Kobe Bean (21683)

მესის რომ პერესის რეალში ეთამაშა და მაგის ხელშეწყობა ქონოდა,მაშინ ვინ იქნებოდა დღეს წარმოდგენაც კი არ მინდა.ეხლაც ხო რა არის და პერესის ხელში ღმერთი გახდებოდა

09:06 | 23.04.2024
Kobe Bean (21683)

მაგიტომაც არის მესი გოათი სხვას რომ ყველაფერს შევეშვად,ყველაზე დიდ საფეხბურთო კლუბთან და ყველაზე დიდ საფეხბურთო მაფიოზთან ჯახი მოუწია 15 წელი.მესის გარდა ვერავინ ვერ გაუძლებდა პერესს

09:04 | 23.04.2024
Kobe Bean (21683)

სანამ პერესს ასეთი გავლენა ექნება ზოგადად ფეხბურთზე,მარტო ლა ლიგაზე არა,მანამდე ყოველთვის რეალი გადაწყვეტს ვინ რა უნდა მოიგოს.ტებასმა აღიარა პირდაპირ რომ პერესთან არაფერია და არ შეიძლება ერთ კაცს რომელიც კონკრეტული კლუბის პრეზიდენტია და არა ზოგადად ფეხბურთის,ამხელა გავლენა ქონდეს.კრისტინა მთლიანად პერესმა გაქაჩა,რომ არა ბაბუ,საერთოდ არ იქნებოდა ლეოსთან მაგის ხსენება.ყველაზე დიდ საფეხბურთო მაფიოზს ებრძოდა ლეო წლების მანძილზე

08:20 | 23.04.2024
ძიუდოო123 (1282)

რა მტკიცებულება არ გაქვთ თქვე კარგმოხნულებო გადაკვეთა კარის ხაზი. ისე მსაჯს საღოლ ჯერ რა პენალტი დანიშნა და მერე გოლი არ ჩათვალა. ვალენსიასთან მესის გატანილი არ ჩათვალეს 20-25 სანტიმეტრით გადაკვეთა ხაზი და 5-6 სანტიმეტრს როგორ დაინახავდნენ. ეს რეალი რომ ამ ბარსას ათი თავით აღემატება რათუნდა ლაპარაკი მაგრამ მსაჯმა რაც გააკეთა ამ კლასიკოზე ამაზრზენია. მერე გამოვლენ და დაიწყებენ თამაშით მოუგო ბრატ მსაჯი რაშუაშიაო

0.108536