ჟოზე მოურინიომ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა და დაასახელა პრობლემა, რის გამოც ფრანგმა წარმოუდგენელი რეგრესი განიცადა.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ თითქმის ყველას ემართება ეს მისი კარიერის მომენტში: კარგავ განცდას იმის შესახებ თუ ვინ ხარ და ვინ უნდა იყო. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, ვფიქრობ, პოლი სხვანაირი დაბრუნდა. მსოფლიოს ჩემპიონობამ იმ განზომილებაში მიიყვანა, სადაც ფეხბურთი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღარ იყო. არ მომწონს ის სიტუაცია, რომელშიც ახლა პოლია დისკვალიფიკაციის გამო“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო პოგბასთან ერთად „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა. პოლ პოგბა დოპინგ კონტროლზე ჩავარდნის გამო ფეხბურთს 4 წლით ჩამოაშორეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯერ-ჯერობით არც იქ წყვიტავს ვარსკვლავებს სადაც გადავიდა, ამიტომ მაინდამაინც თავს ნუ მოიკლავთ.
აღარ დაიღალეთ თქვე კაი ხალხო!? გავიგეთ უკვე გავიგეეთ...