საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, ამხანაგურ მატჩს იტალიის ნაკრებთან გამართავს.
აქამდე თუ ეს ინფორმაცია მედიაში ჟღერდებოდა, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ტესტ-მატჩი იტალიაში გაიმართება, ქალაქი კი, მოგვიანებით გაირკვევა.
საქართველო იტალიას აქამდე 5-ჯერ შეხვედრია, საიდანაც 4 მატჩი აპენინელებმა მოიგეს, ხოლო ბოლო დუელში გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა. ეს 2022 წლის ივლისში, ბათუმში, როცა „ბორჯღალოსნებმა“ 28:19 გაიმარჯვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შემოდგომის სერიამდე, ზაფხულის ტესტ-მატჩები ელოდება ფიჯის, იაპონიისა და ავსტრალიის ნაკრებების წინააღმდეგ.