კალათბურთი

21:11 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 7 ქულა "ვალენსიასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას 30-ე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ „ვალენსიასთან“ საგარეო მატჩი უშანსოდ, 73:98 დამარცხდა.

კანარიელებმა აბსოლუტურად ვერაფერი გააწყვეს მეტოქის წინააღმდეგ და მარცხიც ლოგიკური იყო.

გიორგი შერმადინმა 14 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11 აღმოჩნდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 19 მოგებით და 11 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 1 მაისს, „უნიკახასთან“ შინ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11699