ფეხბურთი

0:11 | 21.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ალთუნაშვილის საგოლე პასი ავსტრიის ჩემპიონატში

ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ვოლფსბერგერი“ საკუთარ მოედანზე „აუსტრია ლუშტენაუს“ დაუზავდა, სანდრო ალთუნაშვილმა კი, საგოლე პასი მიითვალა.

სწორედ ქართველი ფეხბურთელის გადაცემით გახსნა ანგარიში 21-ე წუთზე ადის იასიჩმა. სანდრო მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო მისმა გუნდმა მეორე ტაიმში გაუშვა და მატჩი 1:1 დასრულდა. ალთუნაშვილმა მიმდინარე სეზონში 22-ე მატჩში პირველი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ვოლფსბერგერი“ 19 ქულით გადასარჩენ ზონაში მეორე ადგილზეა, სულ კი, 12-გუნდიან ჩემპიონატში მერვე საფეხურს იკავებს.

0.10887