ფეხბურთი

23:15 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო კალცონა: "ფანების წინაშე ვალში ვართ, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „ემპოლისთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ფანებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„პასუხისმგებლობა ჩემზეა, ვერ მოვახერხე თამაშის შეცვლა. გოლები ხშირად გაგვაქვს, დღეს ეს ვერ შევძელით და ამიტომ, მთელ პასუხისმგებლობას მე ვიღებ. ვწუხვარ, რადგან გამარჯვების სურვილი გვაკლდა, „ემპოლი“ კი მშიერი იყო და სწორი მენტალიტეტი ჰქონდა.

გუნდს მენტალური პრობლემები აქვს, რეაგირებას ვერ ახერხებს. ვცდილობდი გუნდის გამოფხიზლებას მკაცრი გზებით, მაგრამ ეს არ მოხდა და ჩემი ბრალია. არა, არ ვნებდები, მაქსიმალურ ყურადღებას ვითხოვ ყველა ვარჯიშზე და თამაშზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ვბრაზდები.

ფანებისა და კლუბის წინაშე ვალში ვართ, ჩვენი მოვალეობაა სეზონი საუკეთესოდ დავასრულოთ, უნდა ვიყოთ კაცები და პროფესიონალები. ხშირად გვაქვს ასეთი პირველი ტაიმები, ძნელია ამის ახსნა, რადგან გუნდი კვირის განმავლობაში კარგად მუშაობს. ვერ ავხსნი ამ მენტალურ აპათიას.

პირადად მე ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, რომელიც ბევრ მსხვერპლს იღებენ ჩვენს მხარდასაჭერად, წინა კვირას სტადიონზე 51 000 ადამიანი იყო. ნეაპოლიტანელი ხალხი დაბალანსებულ პროტესტს გამოხატავს, მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 49 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 28 აპრილს, „რომასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113996