ფეხბურთი

23:01 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ „უნიონი“ გაანადგურა

ბუნდესლიგის 30-ე ტურის, შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ბაიერნი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრა და 5:1 გაანადგურა. დუბლი მიითვალა ბავარიელთა ვეტერანმა თომას მიულერმა. თითოც ლეონ გორეცკამ, ჰარი კეინმა და მატის ტელმა გაიტანეს. მასპინძელთაგან უკვე დამატებულ წუთებზე თავი იორბე ვერტესენმა გამოიჩინა.

30 მატჩის შემდეგ „ბაიერნმა“ 66 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილზეა. 29-ქულიანი „უნიონი“ კი ცხრილში მეთოთხმეტეა.

ჩემპიონი „ბაიერი“ კი კვირას დორტმუნდში „ბორუსიას“ ესტუმრება. ჩაბი ალონსოს შეგირდებისთვის ამ მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, „ბორუსია“ კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. მთავარი ჯახი მეოთხე ადგილისთვის მასსა და „ლაიპციგს“ შორის მიმდნარეობს. ამ უკანასკნელმა დღეს სტუმრად „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა.

გერმანია. ბუნდესლიგა. 30-ე ტური. 20 აპრილი: კიოლნი - დარმშტადტი 0:2, ჰაიდენჰაიმი - ლაიპციგი 1:2, ჰოფენჰაიმი - გლადბახი 4:3, ვოლფსბურგი - ბოხუმი 1:0, უნიონ ბერლინი - ბაიერნი 1:5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113476