დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის სამი შეხვედრა იმართება. ორი უკვე დასრულდა. „სამტრედია“ და „ტორპედო“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ, „სამგურალმა“ კი თავის საფეხბურთო ცენტრში თბილისის „დინამო“ 3:1 დაამარცხა.
ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 32-ე წუთზე ჯადული იობაშვილმა გამოიჩინა თავი. ტაიმის მიწურულს დინამოელთა ფრანგმა, დომინიკ საიმონმა საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.
შესვენების შემდეგ ბრაზილიელმა ვინისიუსმა და დემურ ჩიხლაძემ კიდევ ორჯერ აიღეს დინამოელთა კარი. საბოლოოდ - 3:1.
ამისდაკვალად, „სამგურალმა“ ცხრილში ერთი საფეხურით აინაცვლა და მე-8 ადგილზე დადგა. 12-ქულიანი „დინამო“ მეხუთე ადგილზეა.
ამ წუთებში კი ფოთის „კოლხეთი“ ქობულეთში „ბათუმს“ მასპინძლობს.