20:36 | 20.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

აუტსაიდერებმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუარესეს

დღეს, 20 აპრილს ინგლისური პრემიერლიგის 34-ე ტურის სამი მატჩი იმართება. ორი უკვე დამთავრდა, საქმეში აუტსაიდერები იყვნენ. ორივე სტუმრებმა მოიგეს დიდი ანგარიშით. „შეფილდ იუნაიტედი“ „ბარნლისთან“ დამარცხდა - 1:4, „ლუთონი“ კი „ბრენტფორდთან“ – 1:5.

დუბლი მითვალა ბრენტფორდელთა კონგოელმა ნახევარმცველმა იოან ვისამ.

„შეფილდს“ ახლა 16 ქულა აქვს, ბოლო, მე-20 ადგილზეა და უკვე 7 ქულით ჩამორჩება წინა ადგილზე მდგარ „ბარნლის.“

„ლუთონს“ 25 ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა. 35-ქულიანი „ბრენტფორდი“ კი მე-14-ზე.

დღის მთავარი მატჩი კი თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება: „ვულვერჰემპტონი“ ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატ „არსენალს“ უმასპინძლებს.

0.11523