საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში იმერულ დერბიში, „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.
მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა გუნდებმა საგოლე მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს და უგოლო ფრეს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ „ტორპედომ“ 8 ტური ფრის გარეშე განვლო, მაგრამ ბოლო ორ ტურში ორჯერ ითამაშა 0:0.
სტივ კინის გუნდი 17 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერ „იბერიას“ ესტუმრება, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით მერვეა და წინ ფოთის „კოლხეთთან“ საგარეო მატჩი ელოდება.