"მილანის" მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უახლოეს კვირებში "როსონერის" ხელმძღვანელობა იტალიელ სპეციალისტთან თანამშრომლობის ვადამდე შეწყვეტისთვის აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს. მწვრთნელს მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
სტეფანო პიოლი "მილანს" 2019 წლის ოქტომბერიდან ავარჯიშებს და 2021-2022 წლების სეზონში "შავ-წითლებმა" იტალიის ჩემპიონობა მოიპოვეს.
სერია A-ს 32 ტურის შემდეგ პიოლის გუნდმა 69 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერ "ინტერს" კი 14 ქულით ჩამორჩება.