იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში „იუვენტუსმა“ ისევ ვერ მოიგო და აუტსაიდერ „კალიარიასთან“ ქულები დაკარგა (2:2).
ტურინელებმა განსაკუთრებით კატასტროფულად პირველი ტაიმი ჩაატარეს, რომელიც 0:2 წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში გათანაბრება მაინც მოახერხეს და სარდინიიდან ქულა წაიღეს. მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ პირველი ნახევრის შესახებ განაცხადა:
„პირველი ტაიმის შემდეგ მინდოდა ყველა შემეცვალა, მათ შორის ჩემი თავიც. ისეთი ტექნიკური შეცდომები დავინახე, დაჯერებაც არ მინდოდა. შემდეგ კარგად ვითამაშეთ და ფეხზე წამოვდექით. რამდენიმე გასვლითი მატჩი არ მოგვიგია და კარგი შანსი გავუშვით ხელიდან. მოთმინებაა საჭირო, მაგრამ ქულა მოვიპოვეთ და კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 64 ქულით მესამე ადგილზეა.