საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტური, შესაბამისად, მეორე წრე „თელავის“ და „იბერიას“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა ადვილად მოიგეს.
ანგარიში მე-19 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში გიზი მამაგეიშვილმა და შოთა ნონიკაშვილმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და გიორგი მიქაძის გუნდმა 3:0 გაიმარჯვა.
„იბერია“ 25 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 27 აპრილს, „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“ 10 ქულით მეექვსეა და მომდევნო შეხვედრა „დინამო თბილისთან“ ელოდება.
„თელავი“ – „იბერია“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 კოხრეიძე (19), 0:2 გ. მამაგეიშვილი (51), 0:3 ნონიკაშვილი (58, პენ)