კალათბურთი

17:57 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ამხანაგური მატჩები ზაფხულში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

როგორც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იტყობინება, 23 ივნისს, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი 23 ივნისს, ტრენტოში ამხანაგურად იტალიის ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო 28 ივნისს, რიგაში, ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე 2 ივლისს, ლატვიას, ხოლო 4 ივლისს, ფილიპინებს გაეჯიბრება.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა, საუკეთესოები ფინალში გააღწევენ, ხოლო იქ გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.

0.117332