ფეხბურთი

17:30 | 19.04.2024 | ნანახია 297 - ჯერ

"ნაპოლის" ვინჩენცო მონტელა დაუკავშირეს

„ნაპოლის“ თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა დაუკავშირეს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი 50 წლის სპეციალისტის მიწვევაზე ფიქრობს.

მონტელა თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ათამაშებს, დე ლაურენტისის იდეა კი, სწორედ ამის შემდეგაა მისი დანიშვნა. ჯერჯერობით დეტალები უცნობია, არც ისაა ცნობილი, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები.

თუმცა, წყაროს თანახმად, დე ლაურენტისი მონტელას რომში შეხვდა და ესაუბრა. ცხადია, ვინჩენცო სიაში ერთადერთი ვარიანტი არ არის და დე ლაურენტისს სხვა კანდიდატებიც ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე 6 ტური დარჩა, რის შემდგომაც, ფრანჩესკო კალცონა დიდი ალბათობით, „ნაპოლის“ დატოვებს. ვინ იქნება ახალი მწვრთნელი, სწორედ ამის შემდეგ უნდა გაირკვეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123602
სარეკლამო ადგილი - 99
X x X