„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ვესტ ჰემთან“ მატჩისა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოუთმენლად ელოდება „რომასთან“ მატჩებს.
„ეს იყო გიჟური თამაში ორი განსხვავებული ტაიმით. ვიცოდით, რომ „ვესტ ჰემი“ მაღალი ტემპით და ინტენსივობით ითამაშებდა. პრობლემებიც გვქონდა და ადვილი არ იყო. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო. ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის შემდეგ იცოდნენ, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა, გვინდოდა ხასიათის გამოვლენა და თამაშის უკეთ კონტროლი. მეორე ტაიმში ნაკლები დუელი წავაგეთ და ბურთსაც ნაკლებად ვკარგავდით. გვიხარია, რომ გოლის გატანა მოვახერხეთ.
მოუთმენლად ველოდები „რომასთან“ ნახევარფინალს. ფეხბურთში ხანდახან იღებ მეორე შანსს, ახლა ეს შანსი გვაქვს და გვინდა უკეთ ვითამაშოთ. ბოლო რამდენიმე წლის გამოცდილებაც დადებითად იმოქმედებს ჩვენზე. თუმცა, ეს არის სხვა სეზონი, ახალი გუნდით და ფეხბურთელებით“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ გასულ სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში სწორედ „რომას“ შეხვდა და მაშინ ჩაბი ალონსოს გუნდმა ორი მატჩის ჯამში 0:1 წააგო. გერმანულ გუნდს ახლა რევანშის შანსი მიეცა. მატჩები 2-9 მაისს გაიმართება.
"ლევერკუზენი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია ყველა ტურნირზე 44 მატჩში, რითაც რეკორდი დაამყარა. გერმანელებმა 2011-2012 წლების სეზონში "იუვენტუსის" დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს. მაშინ ტურინელებმა სეზონში ზედიზედ 43 მატჩი არ წააგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მანჩესტერის დატოვება გადაწყვეტილი ამბავია. სადღაც გადავა მაინც.
ამ დონის სპორცმენი იყო და ამდონის ხე მაგრად ტეხავს. ელემენტარულია პატივი ეცი იმ კლუბს მწვრთნელს თანაგუნდელებს ვინც ფეხბურთელად გაქცია ვინც მილიონებს გიხდის. ეს უნდა გადაიყვანო სარეზერვო გუნდში და ზაფხულამდე მოედანს არ გააკარო ასეთები ამის ღირსები არიან. ამხელა კაცი ხარ უკვე მიხვდე იქნებ რომ გუნდი შენზე ვერ იქნება დამოკიდებული ვერ იქნები პირველი კაცი
მანჩესტერმა ფულემთან თამაშის წინ თქვა კრისტინაზე,დაუდგენელი მიზეზით არის ავად რის გამოც გამოტოვებს ამ თამაშსო და მართალი უთქვამთ)))დალანძღა მთელი გუნდი და მერე გაუკვირდება სკამზე ჯდომა.ბუნებრივია ზამთარში წასვლას ეცდება მაგრამ ეგ ზაფხულზეც ცდილობდა წასვლას და არავინ წაიყვანა,ასეთი დამოკიდებულების შემდეგ კი ზამთარშიც გაუჭირდება ნორმალური კლუბის პოვნა.ისე ერთი გმირობა მაინც გააკეთა,თვითონ ილაპარაკა და დის ინსტაგრამი არ გამოუყენებია)))
))))