ფეხბურთი

11:33 | 19.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ "ატალანტამ" ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის და ევროპა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეტოქემ ნახევარფინალში გასვლა დაიმსახურა.

„ორმატჩიანი დუელი სახლში წავაგეთ. „ატალანტამ“ დაიმსახურა მომდევნო ეტაპზე გასვლა. როდესაც ორი მატჩის ჯამში 3:1-ს იმარჯვებ, ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურე. მომეწონა დღეს ჩემი გუნდის მიდგომა, მაგრამ ბევრი გოლი გვქონდა გასატანი, 90 წუთის განმავლობაში ტემპის შენარჩუნება ძნელი იყო. იმედგაცრუებული ვარ, რომ ვერ შევძელით შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ ახლა პრემიერლიგაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ერთნაირი ტემპით ვერ ვითამაშეთ, ეს არის განსხვავება. პირველ ტაიმში ძალიან მაღალი პრესინგი ვითამაშეთ, შეიძლებოდა მეორე ტაიმში ცოტა მეტი საგოლე მომენტი შეგვექმნა და მეორე გოლი რომ გაგვეტანა, შეიძლება ყველაფერი შეცვლილიყო. ყოველ შემთხვევაში, „ატალანტა“ დამსახურებულად გავიდა.

არ მგონია დაღლილები ვიყოთ. პრემიერლიგა ერთ-ერთი საუკეთესოა, თუნდაც სხვა ჩემპიონატებიც პროგრესირებდნენ. ჩემთვის ეს ევროტურნირის ბოლო მატჩი იყო „ლივერპულში“, ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ ახლა ჩემპიონატზე ვფიქრობ, ტიტულისთვის სამი გუნდი იბრძვის“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ბერგამოში „ატალანტა“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ „ენფილდზე“ 0:3 ჰქონდა წაგებული, შესაბამისად ევროპა ლიგას გამოეთიშა.

0.120345