ფეხბურთი

23:08 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

საოცარი კადრები: "პორტსმუთის" ფანები ჩემპიონშიფში დაბრუნებას ზეიმობენ (+VIDEO)

2012 წლის შემდეგ პირველად „პორტსმუთმა“ ჩემპიონშიფში (რანგით მეორე დივიზიონი) თამაშის უფლება მოიპოვა. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „პორტსმუთმა“ შინ „ბარნსლი“ 3:2 დაამარცხა და ინგლისის პირველ ლიგაში (რანგით მესამე ლიგა) პირველი ადგილი გაინაღდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ „ფრეტონ პარკზე“ შეკრებილი 20 000 გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა. ბრიტანულ მედიაში გავრცელდა საოცარი ზეიმის კადრები, რომელიც დრონითაა გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ „პორტსმუთი“ 2003-2004 წლებში იყო ისტორიაში პირველად პრემიერლიგაში და 2009-2010 წლების სეზონის ჩათვლით ელიტაში ითამაშა, თუმცა მას შემდეგ პრემიერლიგაში აღარ ყოფილა, მომდევნო სეზონს კი ჩემპიონშიფში გაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118776