ფეხბურთი

19:30 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

არაუხომ გიუნდოგანს უპასუხა: "ჩემი პრინციპები მაქვს, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ"

„ბარსელონას“ შიდა სამზარეულოში, როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზე არ არის. „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის შემდეგ ილქაი გიუნდოგანმა რონალდ არაუხო წითელი ბარათისთვის გააკრიტიკა.

გერმანელმა თქვა: „არაუხოს ადგილას თავდამსხმელს მეკარესთან პირისპირ გასვლის საშუალებას და კარში დარტყმის შანსს მივცემდი, იქნებ, ტერ შტეგენს გადავერჩინეთ“.

ურუგვაელმა მცველმა თანაგუნდელს უპასუხა და აღნიშნა, რომ არ სურს ღიად იმის თქმა, რასაც ფიქრობს: „გიუნდოგანის სიტყვებზე რასაც ვფიქრობ, ჩემს გონებაში დავიტოვებ. მაქს მორალური კოდექსი და ღირებულებები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჩავის არ დაეთანხმა. გერმანელმა თქვა, რომ მსაჯმა არაუხოს წითელი ბარათი სამართლიანად უჩვენა, მაშინ, როდესაც ჩავიმ წაგება სწორედ მსაჯს ამ გაძევებისთვის დააბრალა.

„ბარსელონა“ „პარი სენ-ჟერმენთან“ სტუმრად მოგების მიუხედავად (3:2), მაინც დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას, რადგან შინ 1:4 წააგო.

0.115445