ფეხბურთი

16:18 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" დანიელე დე როსის ახალი კონტრაქტი გაუფორმა

„რომამ“ დანიელე დე როსისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ განცხადება გააკეთა.

როგორც კლუბის მფლობელების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დე როსისთან თანამშრომლობა მიმდინარე სეზონის შემდეგაც გაგრძელდება, მაგრამ კონტრაქტის დეტალები უცნობია.

დე როსიმ „რომა“ იანვარში ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, მაგრამ შედეგებიდან გამომდინარე 40 წლის სპეციალისტს ნდობა მალევე გამოუცხადეს.

„რომამ“ დე როსისთან ერთად 11 მატჩი მოიგო, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა და მხოლოდ ორჯერ წააგო.

დანიელე დე როსის „რომამდე“ სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ „სპალში“ მუშაობით ჰქონდა, სადაც წარმატებას ვერ მიაღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11058