პორტალმა WhoScored-მა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩების შედეგების მიხედვით სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა. მასში მანჩესტერ სიტის ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი WhoScored-ის მიხედვით: ანდრი ლუნინი (რეალი), იან მატსენი (დორტმუნდი ბორუსია), ნაჩო ფერნანდესი (რეალი), ერიკ დაიერი, იოზუა კიმიხი (ორივე ბაიერნი), ბრედლი ბარკოლა (პარი სენ-ჟერმენი), იულიან ბრანდტი, მარსელ ზაბიცერი (ორივე დორტმუნდი ბორუსია), უსმან დემბელე, კილიან მბაპე (ორივე პარი სენ-ჟერმენი), ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდის ბორუსია).
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალების შემდეგ, შემდეგ ეტაპზე პარი სენ-ჟერმენი, დორტმუნდის ბორუსია, მიუნხენის ბაიერნი და მადრიდის რეალი გავიდნენ.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩები 30 აპრილსა და 1 მაისს გაიმართება, საპასუხო - 7 და 8 მაისს.