ფეხბურთი

12:17 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო - სიცრუის დეტექტორი მსაჯებისთვის

ლონდონის „ჩელსისა“ და იტალიური „მილანის“ ყოფილ ფეხბურთელს, ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრი შევჩენკოს, სიცრუის დეტექტორის გამოყენებით მსაჯების შემოწმების სისტემის დანერგვა სურს - წერს Corriere della Sera.

შეგახსენებთ, რომ შევჩენკო ასოციაციის პრეზიდენტი წლეულს იანვრის ბოლოს გახდა. უკრაინის ფეხბურთის ოფიციალურმა პირებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ანდრის დანიშვნას, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო პრეზიდენტის ვაკანტურ თანამდებობაზე. ყოფილი თავდამსხმელი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ისტორიაში მეექვსე პრეზიდენტი გახდა.

0.133057