ფეხბურთი

10:19 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: „ატალანტასთან“ თამაშში ჩართვა ადვილი არ არის, როცა 0:3 წააგებ"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ატალანტასთან“ ევროპა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩის მოლოდინი გაუზიარა ჟურნალისტებს. შეხვედრა დღეს, 18 აპრილს გაიმართება ბერგამოში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

პირველი მატჩი იტალიური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

„იოლი არ არის თამაშში ჩართვა, როცა 0:3 წაგებული გაქვს. ხვალ თამაში კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან მათ საერთოდ არ სჭირდებათ გოლის გატანა და ზუსტად არ ვიცი რისი გაკეთება სურთ.

თუ „ატალანტა“ გაიმარჯვებს, მივულოცავ ისინი ამას იმსახურებენ, თუ არა, მაშინ რაღაც განსაკუთრებული მოხდება, მაგრამ ამჟამად არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ეს“, - ციტირებს კლუბის პრესსამსახური კლოპის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100924