ფეხბურთი

2:30 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "გზიდან "სიტის" ჩამოცილებით ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგების დიდი შანსი გვაქვს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი შანსი აქვს.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ მოგვიწევდა ტანჯვა და გავუძელით. ძალიან რთული მატჩი იყო, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აქ ასე თამაში იყო საჭირო. კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გაგვიჭირდა. თუმცა, ჩემი გუნდი მშვიდად და ძალიან კონცენტრირებული იდგა დაცვაში.

დიახ, ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ჩვენ არ ვართ მიჩვეული დაცვაში ამდენ ხანს თამაშს, სივრცეები კარგად შევავსეთ და კმაყოფილი ვარ. „სიტი“ ისევ მოქმედი ჩემპიონია და შეუძლებელია, ბურთის ფლობაში აჯობო.

სწრაფი გოლის შემდეგ უფრო ჩაკეტილი ფეხბურთი ვითამაშეთ, რადგან აღარ გვჭირდებოდა ძალიან შემტევი თამაში. გოლი კარგი კომბინაციის შედეგად გავიტანეთ, ვიცით, რომ მსგავს სიტუაციებში სახიფათონი ვართ და გამოვიყენეთ. თუმცა, სხვა კონტრშეტევების გამოყენება უკეთ შეგვეძლო. ახლა წინ ნახევარფინალია, ბოლო სამ სეზონში „სიტის“ ყოველთვის ვხვდებოდით, ფანტასტიკურ გუნდს, ალბათ, ევროპაში საუკეთესოს, ამიტომ, მათი დამარცხება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგების დიდ შესაძლებლობას გვაძლევს.

გვარდიოლამ მატჩის შემდეგ მომილოცა და ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ. შარშან მათ მოიგეს, წელს ჩვენ, „სიტი“ დიდი გუნდია და აქ მოგება ადვილი არ იყო“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.

0.114602