ფეხბურთი

2:19 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: "ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი შეცდომისთვის ისჯები"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მიუნხენის „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, იმედგაცრუებული არიან, მაგრამ დიდი გამოცდილება მიიღეს.

„ახლა გასახდელში დიდი იმედგაცრუებაა. გამოცდილება შევიძინეთ და ვიმუშავებთ იმაზე, თუ რა არის საჭირო შეცდომების გამოსასწორებლად. ამ დონეზე ცდომილების ზღვარი ნულის ტოლფასია, პატარა სივრცეს თუ ტოვებ, მაშინვე გოლს უშვებ. ახლა საჭიროა ფეხბურთელებთან ახლოს ვიყოთ.

დაგვაკლდა ბოლო ნაბიჯი, ბოლოს მათზე უკეთესები ვიყავით, მაგრამ ნაპერწკალი გვაკლდა. ჩემპიონთა ლიგაზე 7 წელი არ გვქონდა ნათამაშები და მთლიანობაში მეოთხედფინალში გასვლით კმაყოფილი ვარ, სადაც ასევე ბოლომდე ვიბრძოლეთ“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ „ბაიერნთან“ ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა.

0.113088