კალათბურთი

0:10 | 18.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 12 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე, "ტენერიფე" ოთხთა ფინალში გავიდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის მესამე შეხვედრა „ლენოვო ტენერიფემ“ თურქულ „თოფაშთან“ მოიგო და ოთხთა ფინალში გავიდა.

ესპანელებმა მეტოქეს აჯობეს და 78:55 დაამარცხეს. „ტენერიფემ“ პირველივე პერიოდში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ხელიდან აღარ გაუშვია.

გიორგი შერმადინმა 23 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ესპანურ გუნდში გიორგის გარდა, მარსელინო უერტასი 13 ქულით და სასუ სალინი 12 ქულით გამოირჩნენ. „ლენოვო ტენერიფე“ ოთხთა ფინალში „პერისტერის“ დაუპირისპირდება, სერიის პირველი მატჩი 26 აპრილს, ესპანეთში გაიმართება, ხოლო მეორე წყვილში "მურსია" "უნიკახას" შეხვდება.

0.139035