ფეხბურთი

21:35 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" არგენტინის ნაკრების ნახევარმცველს უფასოდ დაიმატებს

„ნაპოლი“ ზაფხულში არგენტინის ნაკრებისა და სევილიის „ბეტისის“ ნახევარმცველ გუიდო როდრიგესს დაიმატებს.

როგორც არგენტინული მედია წერს, ტრანსფერზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. 30 წლის ფეხბურთელს „ბეტისთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ნეაპოლელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა შეუერთდეს.

გუიდო როდრიგესი „ბეტისში“ 2019 წლიდან თამაშობს და 166 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ალმერიას“, „ტიხუანას“, „დეფენსას“ და „რივერ პლეიტის“ წევრი იყო. არგენტინის ნაკრებში მას 29 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, რომელთან ერთად 2021 წელს კოპა ამერიკა, ხოლო 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113026