ფეხბურთი

18:18 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა, რის შემდგომაც ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე წრის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა.

სიმბოლურ 11-ეულში ოთხი კლუბის ფეხბურთელები მოხვდნენ - „დინამო ბათუმის“, „დილას“, „ტორპედოს“ და „იბერიას“:

მეკარე: როინ კვასხვაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: ცოტნე კაპანაძე (იბერია), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ჯგერენაია (იბერია), ზურაბ რუხაძე (დილა)

ნახევარმცველები: შოთა ნონიკაშვილი (იბერია), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი არაბიძე (ტორპედო), გიორგი კოხრეიძე (იბერია), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი)

თავდამსხმელი: ბიორნ იონსენი (ტორპედო)

პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად "იბერიას" თავკაცი გიორგი მიქაძე დასახელდა, რომლის ხელმძღვანელობით თბილისურმა კლუბმა 9 ტურში 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს "დინამო ბათუმთან" ერთად ლიდერობს.

პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად კი, გორის "დილას" კაპიტანი, ნიკა გაგნიძე დასახელდა.

0.119922