ფეხბურთი

15:39 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ოსიმენის შემცვლელი იპოვა, ახლა კლუბთან შეთანხმებაა საჭირო

დიდი ალბათობით, ზაფხულში „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, შესაბამისად, ნეაპოლური კლუბი მის შემცვლელს ეძებს.

იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლი“ პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა კანადის ნაკრებისა და „ლილის“ ფორვარდ ჯონათან დევიდს. ფეხბურთელი თანახმაა კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმოს და სეზონში 3 მილიონი ევრო მიიღოს ხელფასის სახით.

ახლა ჯერ კლუბებს შორის შეთანხმებაზეა. „ლილი“ კანადელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა 2020 წელს ოსიმენი სწორედ „ლილიდან“ დაიმატეს.

ჯონათან დევიდი „ლილის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს, მან ფრანგულ გუნდში სწორედ ოსიმენი შეცვალა და ახლა შეიძლება იგივე „ნაპოლიში“ მოუწიოს. კანადელის აქტივში 175 მატჩში 81 გოლია. მანამდე ბელგიურ „გენტში“ თამაშობდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.

0.140701