კალათბურთი

14:54 | 17.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსი" პლეი-ოფში გავიდა, "გოლდენ სტეიტი" ბრძოლას გამოეთიშა

NBA-ს პლეი-ინში ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ „ნიუ ორლეან პელიკანსი“ დაძაბულ ბრძოლაში 110:106 დაამარცხა და პლეი-ოფი საგზური მოიპოვა.

„ლეიკერსის“ გამარჯვება დიდწილად ლებრონ ჯეიმსის დამსახურებაა, რომელმაც 41 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. გამოირჩა დ’ანჯელო რასელის, რომელმაც 21 ქულა და 6 პასი დააგროვა.

„ნიუ ორლეანს“ ზაკ ვილიამსონმა 40 ქულით, 11 მოხსნით და 5 პასით ულიდერა, მაგრამ მისი გარჯა ფუჭი გამოდგა, რადგან „პელიკანსი“ დამარცხდა, თუმცა შანსი კიდევ აქვს, რადგან პლეი-ოფის საგზურისთვის „საკრამენტოს“ უნდა შეხვდეს. „ლეიკერსი“ პლეი-ოფში „დენვერს“ შეხვდება.

პლეი-ოფს მიღმა დარჩა „გოლდენ სტეიტ უორიორზი“, რომელიც „საკრამენტოსთან“ უშანსოდ, 94:118 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტეფ კარიმ 22 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა, ეს არ ყოფილა მისი კარიერის გამორჩეული თამაში, სხვებმა კი, მხარი საერთოდ ვერ აუბეს. ასე რომ, „მეომრებისთვის“ სეზონი დასრულებულია.

პლეი-ოფის ხუთი წყვილი ცნობილია:

„კლივლენდი“ – „ორლანდო“

„მინესოტა“ – „ფინიქსი“

„დენვერი“ – „ლეიკერსი“

„კლიპერსი“ – „დალასი“

„მილუოკი“ – „ინდიანა“

გასარკვევია „ბოსტონის“, „ნიუ იორკისა“ და „ოკლაჰომას“ მეტოქეები.

თეგებიNBA
0.11787