ფეხბურთი

23:14 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" ქამბექი "სამტრედიასთან"

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტური „დინამო ბათუმის“ და „სამტრედიას“ მატჩით დასრულდა და პირველი წრეც დაიხურა.

ომრან ჰაიდარის გოლით იმერლები 27-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს ლეო ასუენეუს ავტოგოლით მასპინძლებმა გაათანაბრეს. სტუმრები სასურველ ფრეს კარგა ხანი ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლოს გატყდნენ.

88-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა წინ გაიყვანა ანდრეი დემჩენკოს გუნდი, ხოლო საბოლოო ანგარიში დავით მუჯირმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააფიქსირა.

„დინამო ბათუმი“ 22 ქულით ლიდერობას „იბერიასთან“ ერთად იყოფს და მომდევნო ტურში „კოლხეთს“ ესტუმრება, ხოლო „სამტრედია“ 6 ქულით მერვეა და წინ „ტორპედოსთან“ საშინაო მატჩი აქვს.

„დინამო ბათუმი“ – „სამტრედია“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჰაიდარი (27), 1:1 ასუნსეუ (40, ა.გ), 2:1 ღუდუშაური (88), 3:1 მუჯირი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118973