ფეხბურთი

17:28 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "იმედი მაქვს, რომ გოლს გავიტან და გუნდს დავეხმარები"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა ჰარი კეინმა ლონდონის „არსენალთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ჩემპიონთა ლიგის წყალობით სეზონის გადარჩენის შანსი აქვთ და იმედი აქვს, რომ მომდევნო ეტაპზე გავლენ.

„შესანიშნავი შანსი გვაქვს, რომ ჩვენი ფანების წინაშე სეზონის გადარჩენის და რაღაცის მიღწევის შანსი შევინარჩუნოთ. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავს, რომლებმაც ბევრჯერ ითამაშეს მნიშვნელოვან მატჩებში და ყველანი უნდა გავძლიერდეთ, რათა მზად ვიყოთ საოცარ ატმოსფეროში სათამაშოდ.

წინა კვირის თამაშიდან უნდა ვისწავლოთ. მაშინ თავს ძალიან კარგად ვიცავდით და „არსენალს“ მომენტების შექმნაში პრობლემები შევუქმენით. ბურთის კონტროლი უკეთ შეგვეძლო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხვალ მოვახერხებთ. მათ სახიფათო შეტევა ჰყავთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც ერთად უნდა ვიმუშაოთ. იმედია, გოლის გატანას და გუნდის დახმარებას შევძლებ. ეს კლუბი ყოველწლიურად რაღაცის მოსაგებად იბრძვის“, - თქვა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „არსენალის“ მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.129513