ფეხბურთი

16:55 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდიმირმა პენალტი ტრავმირებულმა შეასრულა, მას ნეკნები გატეხილი ჰქონდა

პამპლონას „ოსასუნას“ ფეხბურთელმა ანტე ბუდიმირმა „ვალენსიასთან“ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა, რომელიც ძალიან ცუდად და უცნაურად შეასრულა.

როგორც გაირკვა, ხორვატი თავდამსხმელი ტრავმირებული იყო, როცა ბურთთან მივიდა. „ოსასუნას“ ვებგვერდის ცნობით, ბუდიმირს სამი ნეკნი ჰქონდა გატეხილი და თავს კარგად ბუნებრივია, რომ ვერ გრძნობდა. ფეხბურთელი მატჩის შემდეგ საავადმყოფოშიც კი წაიყვანეს.

მოგეხსენებათ, ბუდიმირის შესრულებული პენალტი გიორგი მამარდაშვილმა ძალიან მარტივად მოიგერია და „ვალენსიას“ გამარჯვებაში დაეხმარა (1:0).

0.120157