„ბაიერნი" არ განიხილავს ზინედინ ზიდანის კანდიდატურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე - წერს Sky Sport.
მანამდე, მედიის ცნობით, 51 წლის სპეციალისტის მომსახურებით მიუნხენური კლუბი დაინტერესდა და მის გარემოცვას დაუკავშირდა. ასევე, კლუბის „მოკლე სიაში“ ასევე არ არის რალფ რანგნიკი, რომლითაც გუნდი თითქოს დაინტერესდა.
მთავარი კანდიდატი იულიან ნაგელსმანია. სარეზერვო ვარიანტად კი რობერტო დე ძერბი ან უნაი ემერი განიხილებიან.
ამჟამინდელი მწვრთნელი თომას ტუხელი „ბაიერნს“ ზაფხულის დასაწყისში დატოვებს. გერმანელ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე იყო გათვლილი, თუმცა მხარეები კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.