ფეხბურთი

1:28 | 16.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პალმერის პოკერი "ევერტონთან": "ჩელსის" ტალანტმა ბოლო 6 მატჩში 11 გოლი გაიტანა

ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ ლივერპულის „ევერტონს“ უმასპინძლა და 6:0 გაანადგურა.

ეს მატჩი კოულ პალმერის ბენეფისი იყო, რომელმაც პოკერი შეასრულა. 21 წლის ინგლისელმა საწყის 29 წუთში, 16-წუთიან ინტერვალში სამჯერ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში მონაგარს პენალტით მეოთხე გოლიც დაუმატა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდის მხრიდან თითო გოლი ნიკოლას ჯექსონისა და ალფი გილშრისტის აქტივშია. საბოლოოდ, „არისტოკრატებმა“ ადვილად მოიგეს.

კოულ პალმერი გასაოცარ ფორმაშია და ბოლო 6 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. მას პრემიერლიგაში უკვე 20 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ერლინგ ჰოლანდს დაეწია, ხოლო ოლი უოტკინსს 1 გოლით გაასწრო.

„ჩელსი“ 47 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო „ევერტონი“, რომელსაც 8 ქულა აქვს დაკლებული, 27 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114997