„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მის გუნდს ამბიციები აქვს და ნახევარფინალში გასვლის სჯერა.
„მეორე მატჩი ყოველთვის ცოტა განსხვავებულია პირველისგან. უიქ-ენდზე არ გვითამაშია, გვქონდა დროს ანალიზისთვის და გასაუმჯობესებლად. 27 მატჩი არ გვქონდა წაგებული, მაგრამ უნდა წამოვდგეთ და გავაუმჯობესოთ შედეგები. მარცხზე ზედმეტი არ უნდა ვიფიქროთ, უბრალოდ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი შეხვედრისთვის. გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.
წაგების შემდეგ, რა თქმა უნდა, ორი დღე რთულია, გაგვიჭირდა ფიზიკური და მენტალური ენერგიის აღდგენა, მაგრამ იგივე მეტოქესთან კიდევ ერთი მატჩია. ვიცით, რისი გაკეთება გვინდა და გავაკეთებთ.
მერჩივნა „კამპ ნოუზე“ გვეთამაშა, რადგან ლეგენდარული სტადიონია. ყოველთვის მინდა უდიდეს სტადიონებზე თამაში, მაგრამ აქაც კარგი სტადიონია. მარცხი მტკივნეული იყო? გვქონდა დრო, რომ ჩვენი თამაში საუკეთესოდ დაგვეგეგმა. მზად ვართ, ფეხბურთელებს გამარჯვება სურთ. პსჟ-ს არასდროს გადაულახავს ეტაპი, როცა პირველი მატჩი წააგო, მაგრამ ამჯერად ამას მოვახერხებთ. იგივე სტილში ვითამაშებთ, ისევე, როგორც „ბარსელონა“, ბევრი გოლი გავა და საინტერესო თამაში იქნება.
მე მყავს მოთამაშეთა ძალიან ერთიანი ჯგუფი, სადაც ეგოიზმი არ არსებობს. კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ისინი მოედანზე აკეთებენ. ბევრი მათგანი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს, მაგრამ არავინ წუწუნებს.
ჩავი უმაღლესი დონის მწვრთნელია, ამაზე შედეგები მეტყველებენ. ჩავის ძალიან მადლიერი ვარ თბილი სიტყვებისთვის, სიამოვნებით ვიქნებოდი მისი გუნდის ფეხბურთელი. მასთან „ბარსაში“ ბევრი რამ გავიზიარე და როგორც კაპიტანს, ყოველთვის უნაკლო ქცევა ჰქონდა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადმინ რა მოწიე ამნაირი--2002 ში გრუპაში ჩარჩნენ 2010 და 2014 გრუპაში ჩარჩნენ და რანაირად წაუგებლადDDDDDDDDDDDD ჩაის ეწევი თუ დაფნას ადმინ DDDDDDDDDD
შესარჩევშიო მუშნი, შენ გამოხვედი ახლა მოწეულში DDDDDDDDDDDDDDDDDDD
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
შენ რამოწიე ან რადალიე:დ? შესარჩევზეა საუბარი და არა ფინალურ ეტაპზე:დ
მართლა უცნაური გუნдია აძურა. შეუძლია გერმანიასთან дა ლუქსემბურგთან ერთნაირაд ითამაშოს дა ორივესთან 1:0 მოიგოს DDDDDDDDDD
дიдი ანგარიშით მოგებები თითზე ჩამოსათვლელი აქვს, ალბათ გრანдებში ყველაზე ცოტა.
მოკლეд, განსხვავებული дა განსაკუთრებული ნაკრები იყო ყოველთვის дა ამიტომ ყავს უამრავი გულშემატკივარი.
ITALY FAVORITE
SPAIN-GEORGIA 0:1
NO COMENT