ფეხბურთი

19:07 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიის ნაკრებს ევრო 2024-ზე ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

„ბოლონიას“ ნახევარმცველმა ლუის ფერგიუსონმა „მონცასთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

როგორც გამოკვლევამ აჩვენა, 24 წლის ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი, შესაბამისად, 5-7 თვე იუქმებს და ევრო 2024-ზეც ვერ ითამაშებს.

შოტლანდიის ნაკრებისთვის ფერგიუსონი საკმაოდ დიდი დანაკლისია. ის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2021 წლიდან იცავს და 12 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „ბოლონიას“ რიგებში მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112514