ფეხბურთი

11:03 | 15.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა სილაგაძემ ლატვიის ჩემპიონატში ჯარიმა თავის ყოფილ გუნდს გაუტანა (+VIDEO)

ლატვიის ჩემპიონატის მეექვსე ტურში ლუკა სილაგაძემ გოლის გატანა მოახერხა. „ლიეპაიას“ 24 წლის ნახევარმცველმა თავის ყოფილ გუნდს, „ვალმიერას“ გაუტანა.

ლუკამ 43-ე წუთზე შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ამ გოლით მისმა გუნდმა 1:0 მოიგო. „ლიეპაიაში“ სილაგაძის გარდა ითამაშეს ვაჟა ფაცაციამ, რატი არდაზიშვილმა და გიორგი კუციამ, ხოლო სათადარიგო სკამზე ანდრია ხორხელი იყო. ლატვიური გუნდის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია გახლავთ.

სილაგაძემ მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა, „ლიეპაია“ კი 6 ტურის შემდეგ 6 ქულით მეშვიდე საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121764