კალათბურთი

22:50 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 8 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „კრემონას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 93:85 დაამარცხა.

პირველი ტაიმი ბოლონიელებმა 4 ქულით წააგეს, მაგრამ მეორე ნახევარში თამაშში გარდატეხა შეიტანეს და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმეს.

თორნიკე შენგელიამ 19 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ 19 მოგებით და 8 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 21 აპრილს, „რეჯანას“ უმასპინძლებს.

0.119225