ფეხბურთი

22:10 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" ტური პრემიერლიგაში: "არსენალიც" დამარცხდა (+VIDEO)

ლონდონის „არსენალმა“ შესანიშნავი შანსი მიიღო სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ლივერპულისთვის“ 3 ქულით გაესწრო, მაგრამ მიკელ არტეტას გუნდს საკვანძო მომენტში ფეხი დაუცდა.

„არსენალმა“ საკუთარ მოედანზე ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ განიცადა მარცხი (0:2). ლეონ ბაილიმ და ოლი უოტკინსმა მატჩის მიწურულს გაიტანეს ორი გოლი და „ვილა პარკელებმა“ მოიგეს. ასე რომ, უნაი ემერიმ ყოფილ გუნდს ვინძლო, საჩემპიონო ქულები წაართვა.

ისე გამოვიდა, რომ 33-ე ტური მხოლოდ „მანჩესტერ სიტისთვის“ გამოდგა კარგი, რომელიც 72 ქულით გალიდერდა, გადაასწრო, როგორც „ლივერპულს“, ისე „არსენალს“, რომლებიც 71-71 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

0.113749