სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ფროზინონეს“ უმასპინძლა და „სტადიო მარადონაზე“ შეხვედრას ლუჩანო სპალეტი დაესწრო.
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნეაპოლში პირველად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც გუნდი დატოვა. ცხადია, მას „მარადონას“ პუბლიკა ოვაციებითა და აპლოდისმენტებით დახვდა.
სპალეტი ევრო 2024-სთვის ემზადება და ფეხბურთელებს აკვირდება. „ნაპოლი“ – „ფროზინონეს“ მისი გამოჩენაც პირველ რიგში ამას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში ავარჯიშებდა და „აძურის“ იტალიის ჩემპიონატი 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასეთი ლიპო არ მახსოვს არ უნდოდა ჭიდაობა
ეეჰ წააგო ესეც
აბა წავიდაა ლიპოოო მედალს იმედია დადებს.