ფეხბურთი

13:58 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაშიდან" სანტუში დაითხოვეს

სტამბოლის „ბეშიქთაშიდან“ ფერნანდუ სანტუში დაითხოვეს. გამოცდილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა თურქულ კლუბში მხოლოდ სამი თვე იმუშავა.

სანტუშს კარისკენ „სამსუნსპორთან“ ფრის (1:1) შემდეგ მიუთითეს და მიზეზი რა თქმა უნდა, წარუმატებელი შედეგები გახდა.

„ბეშიქთაში“ თურქეთის სუპერლიგაში 32 ტურის შემდეგ 48 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა, სეზონის ბოლომდე კი, გუნდს სერდარ ტოპრაკტეპე გაწვრთნის.

ფერნანდუ სანტუშმა „ბეშიქთაშს“ 13 მატჩში უხელმძღვანელა და ბალანსი უარყოფითია - 4 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება.

0.122658