კალათბურთი

0:45 | 14.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში და MVP-ის ტიტული "ბილბაოსთან" მატჩში

ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 101:84 დაამარცხა.

მატჩის MVP გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 22 წუთში 23 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 43-ს გაუტოლდა და მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა, მაგრამ დიდი შანსია ტურის MVP კიდევ ერთხელ გახდეს.

„ლენოვო ტენერიფე“ 19 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 21 აპრილს, „ვალენსიას“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.120603