ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „მალიორკა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ჩემპიონობისკენ ნაბიჯი გადადგა.
კარლო ანჩელოტის გუნდს მეორე ტაიმის სტარტზე ორელინ ჩუამენის გოლი ეყო 3 ქულის მოსაპოვებლად.
„რეალმა“ 78 ქულა დააგროვა და ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 21 აპრილს, უშუალო კონკურენტ „ბარსელონას“ ელ კლასიკოში დაუპირისპირდება.