ფეხბურთი

19:09 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ისაკმა პრემიერლიგაში იბრაჰიმოვიჩის შედეგი გაიმეორა

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა ალექსანდერ ისაკმა ლონდონის „ტოტენჰემთან“ დუბლი შეასრულა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი გაიმეორა.

ისაკი გახდა იბრაჰიმოვიჩის შემდეგ მეორე შვედი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში 17 გოლი გაიტანა. ამაზე მეტი შვედებს შორის ინგლისის მთავარ ჩემპიონატში (ერთ სეზონში) არავის გაუტანია.

ზლატანმა 2016-2017 წლების სეზონში მოახერხა 28 მატჩში თავის 17-ჯერ გამოჩენა, ხოლო ისაკმა 17 გოლი 24 შეხვედრაში გაიტანა. დიდი ალბათობით, „ნიუკასლის“ ფორვარდი ამ მიღწევას მალე გააუმჯობესებს.

აქვე გეტყვით, რომ „ნიუკასლმა“ „ტოტენჰემი“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ 4:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.115806