ფეხბურთი

16:09 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: მიქაუტაძით ბევრი კლუბი დაინტერესდება, განსაკუთრებით საფრანგეთში

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია და უკვე დაიწყო მის მომავალზე საუბარი.

ქართველ ფეხბურთელს ამსტერდამის „აიაქსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი კიდევ აკავშირებს და ზაფხულში ნიდერლანდებში დაბრუნება მოუწევს, თუმცა დროებით, რადგან ძნელად წარმოსადგენია მომდევნო სეზონი „აიაქსში“ გაატაროს.

ფრანგული მედიის ცნობით, „მეცს“ მიქაუტაძის გამოსასყიდი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს, მით უფრო, თუ ლიგა 2-ში დაქვეითდება, მაგრამ სხვა კლუბების ყურადღების ცენტრში ქართველი ნამდვილად მოხვდება, განსაკუთრებით კი, საფრანგეთში.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა.

0.121442